იურგენ კლოპს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ვილიარეალთან“ 3:2 გამარჯვებამ, გრანდიოზული შეგრძნება დაუტოვა. „ლივერპულმა“ პირველი თამაში შინ 2:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში მეათედ გავიდა.
„შესვენებაზე ფეხბურთელევს ვუთხარი, რომ მეორე ტაიმში უკეთესად უნდა ეთამაშათ ვიდრე პირველში. ჩემს თანაშემწეებს ვთხოვე, რომ ეჩვენებინათ მაგალითი რა გავაკეთეთ სწორად პირველ ტაიმში, მაგალითი, რომელიც მოთამაშეებს შეახსენებდათ როგორ უნდა ითამაშონ, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს: „ასეთი მაგალითები არ ყოფილა“.
ამიტომ, უბრალოდ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათ თავისუფალი ზონები უფრო ხშირად უნდა მოეძებნათ, მეტად მოქნილად ემოქმედათ და „ვილიარეალს“ ჩვენი ფეხბურთელების პერსონალურად მეურვეობაში აღარ დახმარებოდნენ. პირველ ტაიმში დიოგო ჟოტა ჩვენი პრობლემა არ იყო. ჩვენ შესვენებამდე თერთმეტი პრობლემა გვქონდა.
აქ დაუჯერებელი სტადიონია და უნაი დაუჯერებლად მუშაობს. მეტოქემ საუცხოოდ ითამაშა, მაგრამ ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ მეორე დღეს მსურდა მეხილა სათაურები თუ როგორი უდრეკი ხასიათი აქვთ სტუმრებს. კარგად ჩანდა პირველ ტაიმში „ვილიარეალის“ თამაშმა როგორი შთაბეჭდილება მოახდინა და ქამბექი რომ მოვახერხეთ, მართლაც საუცხოოა. თავს ისე ვგრძნობთ,რომ თითქოს ამ სეზონში უკვე 500 შეხვედრა ჩავატარეთ და ამიტომ, ასეთი გამარჯვება გრანდიოზულ შეგრძნებას ტოვებს“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





