კლოპი: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთმანეთს დაუჯერებლად ვესადაგებით“

0
24

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შესახებ მერსისაიდული კლუბის პრესსამსახური იუწყება. მართალია, 54 წლის გერმანელს სპეციალისტთან დადებული ახალი ხელშეკრულების დეტალები კლუბში არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ ინგლისური მედიის ინფორმაციით, კლოპი და მისი სამწვრთნელო შტაბი „ენფილდზე“ 2026 წლამდე დარჩებიან.
„ძალიან ბევრი სიტყვაა, რომელიც შემიძლია გამოვიყენო იმ შეგრძნების გამოსახატად, რაც ამ სიახლისგან მივიღე. დასაწყისთვის ესაა – კმაყოფილი, ბედნიერი, პრივილიგირებული და შთაგონებული. „ლივერპულში“ ბევრი რამაა, რომელიც უნდა გიყვარდეს. ამის შესახებ მაშინ ვიცოდი, ვიდრე აქ მოვხვდებოდი. მოსვლის შემდეგ ამის თაობაზე უფრო უკეთესად გავიგე, ხოლო ახლა უფრო ძლიერად ვიდრე ადრე.
ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის დროს ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთმანეთს დაუჯერებლად ვესადაგებით და აქ ამან მომიყვანა. სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე კონტრაქტი ადრე.
ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან უკვე ამდენი წელი გავატარეთ ერთად. ჩემს თავს კითხვა დავუსვი: „ლივერპულისთვის“ ჩემი დარჩენა სწორი იქნება? ასისტენტებთან ერთად მივედით დასკვნამდე – დიახ“ – განაცხადა კლოპმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ლივერპულის“ ვებგვერდთან საუბარში.