წიტაიშვილის კიდევ ერთი საგოლე პასი

0
27

გიორგი წიტაიშვილმა კრაკოვის “ვისლაში” გადასვლის შემდეგ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი კრაკოველები შინ პლოცკის “ვისლას” შეხვდნენ და დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდნენ. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:3 წააგეს, მაგრამ იმდენი მოახერხეს, რომ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის დამსახურებაცაა. სწორედ მან შეასრულა საგოლე გადაცემა, როდესაც კრაკოველებმა მეტოქის კარი მესამედ აიღეს. წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე “ვისლას” მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 საგოლე პასია. სტუმრებმა თამაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე გატანილი პენალტით მოიგეს. კრაკოველები 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზე არიან.