„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ „რეალთან“ თამაში ნამდვილი გამოცდაა, რომლის გადალახვაც სურთ. მან ამის შესახებ ხვალ მანჩესტერში ჩემპიონტა ლიგის 1/2-ფინალში მადრიდელებთან გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ისტორიები რომ ეჯიბრებოდნენ ჩვენ შანსი არ გვექნებოდა, რადგან „რეალის“ ისტორია თავისთავად ყველაფერზე მეტყველებსს. „რეალის“ წინააღმდეგ თამაში ნამდვილი გამოცდაა, რომლის დაძლევაც გვინდა. ჩვენ მოთმენა და ერთად ყოფნა გვმარტებს, ხოლო როდესაც ბურთი გვექნება შეტევას უნდა ვეცადოთ.
ეს იმავე რაც „ბაიერნთან“ ან „ბარსელონასთან“ დაპირისპირება, რომლებიც ნახევარფინალში ბევრჯერ იყვნენ. 10 წლის წინ ჩვენ აქ არ ვიყავით, მაგრამ ახლა ვართ, ხოლო ხვალ 11 ფეხბურთელი 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშებს.
ნორმალურია, რომ ხალხი ჩემგან ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ითხოვს? როდესაც ხალხი მეტს ელოდება ნორმალურია. „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის პრემიერ ლიგა არასოდეს მოეგო, ხოლო შემდეგ აგუერომ ის ცნობილი გოლი გაიტანა. როდესაც იგებ კიდევ და კიდევ მეტი გინდა. ყოველ ჯერზე გამარჯვება, საუკეთესო გუნდად ყოფნა და საუცხოოდ თამაში გსურს.
თუ ჩემპიონთა ლიგა მოვიგებთ შესრულდება თუ არა ჩემი მისია? ვიდრე მწვრთნელი ვარ შესრუსელბული მისია არასოდეს მექნება, რადგან ყოველთვისაა ახალი მიზანი, რომელიც უნდა შეასრულო. მე და კლუბი გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. მე მეტყვიან კარგი შედეგი მქონდა თუ ცუდი, შევასრულე მისია თუ არა“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს Diario Sport.





