ანჩელოტი: „ნახევარფინალი წარმატებაა არაა – ფინალში გასვლა გვინდა“

0
47

მადრიდის „რეალი“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთვის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა წარმატება არაა, რადგან მისთვის მთავარი ფინალში თამაში და ტურნირში გამარჯვებაა. მან ამის შესახებს დღეს სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართ 1/2-ფინალის პირველ შეხვედრამდე ისაუბრა.
„ჩვენთვის ამ ტურნირში „რეალის“ ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეტოქეებისთვის კი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს ისტორია, რომელსაც კლუბი წლების განმავლობაში წერდა, ფეხბურთელებ ეხმარება იმ მაიურის მნიშვნელობა იგრძნონ რომელიც აცვიათ, რაც დადებითი ეფექტია. ამ მაისურით მოედანზე გასვლა მოთამაშეს კარგი გაგებით პასუხისმგებლობას აკისრებს.
ნახევარფინალში ორი ისეთი გუნდი გავიდა, რომლებისგან ამას არ ელოდნენ – „რეალი“ და „ვილიარეალი“. გვიხარია, რომ ამ სტადიაზე ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. „რეალი“ ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება. დაპირიპირების ბედი არა მანჩესტერში არამედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაირკვევა.
ჩვენთვის ნახევარფინალში გასვლა წარმატებაა არაა, რადგან ფინალში გასვლა გვინდა. „რეალს“ ფინალში მოხვედრის შემთხვევაში ჩვეულებისამებრ გამარჯვების უფრო მაღალი შანი აქვს“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს „რეალის“ ვებგვერდი.
“სიტი” – “რეალი” დაპირიპირება “ეტიჰადზე” თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.