ემერი: „რამე მნიშვნელოვანის მისაღწევად ფავორიტების დამარცხება აუცილებელია“

0
47

„ვილიარეალი“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის აზრით, ფეხბურთში მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად ფავორიტების დამარცხება აუცილებელია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დღეს სტუმრად „ლივერპულთან“ ჩასატარებელ პირველ თამაშამდე ისაუბრა.
„რამე მნიშვნელოვანის მისაღწევად ფავორიტების დამარცხება აუცილებელია. 1/8-ფინალში „იუვენტუსთან“ გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვმატა, რასაც „ბაიერნთან“ წარმატება დაემატა.
1/2-ფინალში ვეცდებით ყველა პირობა შევქმნათ, რომ ფინალში გასვლის შანსი გვქონდეს. „ლივერპული“ მაღალი დონის გუნდია და საინტერესო დაპირისპირება გველოდება“ – ციტირებს ესპანელს სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.
„ლივერპულისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.