ჭანტურიშვილის ეფექტური გოლი ჩეხეთში

0
67

ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა. ქვედა ექვსეულში მყოფი „ზლინი“ დავით კობოურის „კარვინას“ სტუმრად შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 36-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ძალიან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს. ამპლუიით მცველი კობოური სასტარტოში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. „ზლინი“ 31 ქულით ზედა ექვსეულში პირველ ადგილზეა და ლიგიდან გავარდნა არ ემუქრება, ხოლო „კარვინა“ 18 ქულით ბოლოა.