გაგი მარგველაშვილმა “შკუპისთან” ერთად ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატუსს მოიგო. 29-ე ტურში “შკუპიმ” თავის მოედანზე “რენოვას” 2:0 სძლია, ხოლო ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ჩემპიონატის დასსრულებამდე ოთხი ტურით ადრე “შკუპიმ” 71 ქულა დააგროვა და “პანდევ აკადემიას” 13 ქულით ასწრებს, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოპიელებმა ოქროს მედლები ნაადრევად გაინაღდეს.
მარგველაშვილი გუნდს ზამთარში შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან “შკუპის” შემადგენლობაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მანამდე, 25 წლის ფეხბურთელმა “საბურთალოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიგო.






