იტალიის თასი – „იუვენტუსი“ ტიტულის დაცვას „ინტერთან“ ეცდება

0
48

იტალიის თასის მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ნახევარფინალში მოქმედმა გამარჯვებულმა ტურინის „იუვენტუსმა“ სტუმრად პირველი მატჩი ფლორენციის „ფიორენტინას“ 3:0 მოუგო, ხოლო სახლში 2:0 აჯობა და ტიტულის დაცვას „ინტერთან“ ეცდება.
ტურინში ჩატარებული შეხვედრის 32-ე წუთზე ანგარიში ბერნადერსკიმ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ფლორენციელთა კარი დანილომ აიღო.
იტალიის თასის ფინალი 11 მაისს რომშიო „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება. „იუვენტუსი“ არსებობის ისტორიაში თასს 14-ჯერ დაეუფლა რაც რეკორდია, ხოლო „ინტერმა“ საპატიო ჯილდო 7-ჯერ მოიპოვა. ბოლოს მილანელები თასს 2011 წელს დაეუფლნენ.