გვარდიოლა ინგლისის რეკორდსმენია

0
39

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მანჩესტერელები 53-ე წუთზე რიად მაჰრეზმა დააწინაურა. 65-ე წუთზე ფილ ფოდენმა მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 82-ეზე ბერნარდუ სილვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სიტის“ ესპანელი მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლა ინგლისური კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში 250-ე მატჩი მოიგო და ამისთვის ყველაზე ნაკლები მატჩი დასჭირდა – 344.
მეორე ადგილზე პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოა, რომელმაც „ჩელსიში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“ და „ტოტენჰემში“ მუშაობის 250 გამარჯვება 396 შეხვედრაში მოიპოვა. შოტლანდიელ კენი დალგლიშს („ლივერპული“, „ბლექბერნი“, „ნიუკასლი“) ასეთი შედეგის საჩვენებლად 429 თამაში დასჭირდა. არსენ ვენგერს („არსენალი“) – 433, დონ რევის („ლიდსი“) – 439.
„სიტიმ“ „ბრაიტონთან“ გამარჯვების შემდეგ 71 ქულით ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლივერპულს“ ქულით ასწრებს.