გერმანიის თასის მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ნახევარფინალში „ლაიფციგმა“ შინ ბერლინის „უნიონს“ 2:1 აჯობა და ფინალში „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება.
ლაიფციგში ჩატარებული მატჩის 25-ე წუთზე სტუმრები შერალდო ბეკერმა დააწინაურა. 61-ე წუთზე ანდრე სილვამ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ემილ ფორსბერგმა „ლაიფციგს“ ფინალის საგზური მოუტანა. მანამდე, ლაიფციგელები არსებობის ისტორიაში თასის ფინალში ორჯერ გავიდნენ და საპატიო ჯილდო ვერ მოიგეს. „ფრაიბურგს“ თავისი ისტორიის მანძილზე ფინალში არასოდეს უთამაშია.
გერმანიის თასის ფინალი 21 მაისს ბერლინში „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართება.





