„რეალის“ კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ – ბენზემამ 2 პენალტი ვერ გაიტანა

0
20

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ბოლო 16 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ერთ მატჩში ორი პენალტი ვერ გაიტანა. 33-ე ტურში „რეალი“ სტუმრად „ოსასუნას“ შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში დავიდ ალაბამ გახსნა, ხოლო ერთ წუთში მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ბუდიმირმა გაიტანა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მადრიდელები ასენსიომ დააწინაურა. მან მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, როდესაც გასულ ორ სეზონში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღ.
52-ე წუთზე „ოსასუნას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბენზემამ შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია. შვიდ წუთში მსაჯმა მასპინძლები კარის მიმართულებით კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დადო და დასარტყმელად ისევ ფრანგი ფორვარდი მივიდა, რომელსაც სერხიო ერერამ კვლავ არ გაატანინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ლუკას ვასკესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 2005-2006 წლების სეზონიდან მოყოლებული, როდესაც ლა ლიგაში სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყეს, ბენზემამ ყველაზე მეტი პენალტი ვერ გამოიყენა – 4.
„რეალს“ დარჩენილ 5 მატჩში 4 ქულის აღება სჭირდება, რომ ჩემპიონობა გაინაღდოს.