ქეცბაია და ლორია სტუმრად დამარცხდნენ

0
75

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილის შენარჩუნების შანსი ვერ გამოიყენა. კვიპროსის ჩემპიონატის ზედა ექვსეულის მე-6 ტურში ფამაგუსტელები სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მაკედონიელმა თავდამსხმელმა ივან ტრიჩკოვსკიმ 84-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „ანორთოსისი“ 44 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ლიდერ „აპოლონს“ 7 ქულით ჩამორჩება.