კარანკა „გრანადას“ გაწვრთნის

0
57

„გრანადას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ორ ტურში „სევილიასთან“ (2:4) და „ლევანტესთან“ (1:4) წაგებული შეხვედრების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა რუბენ ტორესილა დაითხოვეს და მის ნაცვლად აიტორ კარანკა დანიშნეს.
48 წლის ესპანელის სპეციალისტი ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ბირმინგემს“ წვრთნიდა, რომელიც შარშან დატოვა. მანამდე, ის „მიდლსბროში“ და „ნოტინგემ ფორესტში“ მუშაობდა.
კარანკას ლა ლიგის გუნდისთვის არასოდეს უთავკაცია. იგი 2010-2013 წლებში მადრიდის „რეალში“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი ასისტენტი იყო.