„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ჩავის მიაჩნია, რომ ევროპა ლიგის 1/4-ფინალში შინ „აინტრახტთან“ (2:3) წაგებულ საპასუხო მატჩში, მისმა გუნდმა არ იცოდა თავდასხმაში რა უნდა გაეკეთებინა.
„ჩვენი გმირობა არასსაკმარისი აღმოჩნდა. ვაგებდით, მაგრამ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შევამცირეთ. კარგად არ გვითამაშია და არ გვესმოდა თავდასხმაში როგორ უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ევროთასებზე ასეთი შეცდომებისთვის ისჯები. ახლა კონცენტრაციას ჩემპიონატზე გავაკეთებთ.
წარმატების მიღწევას ვეცადეთ. ამას როგორც „ჩავარდნას“ არ აღვიქვამთ. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ახლა ჩვენი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა“ – ციტირებს ჩავის ესპანური გამოცემა Marca.





