„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს არ დაუმალავს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლით ძალიან ბედნიერია. მან ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ ლისაბონის „ბენფიკასთან“ 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. ლივერპულელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 3:1 მოიგეს.
„იმ დღეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავალთ და ბედნიერი არ ვიქნები, უბრალოდ თავში ჩამარტყით. სასტარტო შემადგენლობაში 7 ფეხბურთელი შეცვალეთ. დაცვას ასეთი შემადგენლობით მანამდე არასოდეს უთამაშია და ყველაფრის გადაწყვეტა დეტალებს შეეძლო. ასი პროცენტით კონცენტრირებულნი უნდა ვყოფილიყავით.
ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც ჩვენ გვსურდა, მაგრამ რა განსხვავებაა? დღეს სეზონის საუკეთესო მატჩიც რომ ჩაგვეტარებინა, ფინალში გასვლა უფრო რეალური არ იქნებოდა. მთავარია, რომ ნახევარფინალში გავედით, რაც მაბედნიერებს.
ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ „ვილიარეალის“ თამაში ახლავე გამეანალიზებინა. ამ გუნდის შედეგი ვნახე და ისიც, რომ შთამბეჭდავად თამაშობს. თემას არ ჩავუღრმავდებია, მაგრამ „იუვენტუსთან“ და „ბაიერნთან“ გამარჯვების შემდეგ, „ვილიარელი“ ნახევარფინალში გასვლას იმსახურებს.
უნაი ემერი თასების მეფეა და რასაც ის აკეთებს გამაოგნებელია. თუმცა, მომეცით დრო რომ მოვემზადო“ – განაცხადა კლოპმა BT Sport-თან.





