დიეგო სიმეონე: „ჩვენი თამაშით ვამაყობ, ხოლო ქომაგები საუცხოო იყვნენ“

0
51

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ვერგასვლით იმედგაცრუებულია. მან ამის შესახებ 1/4-ფინალში შინ „მანჩესტერ სიტისთან“ უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „ატლეტიკომ“ პირველი თამაში სტუმრად 0:1 წააგო.

„გამარჯვება გვსურდა. იმედგაცრუებული ვარ, რომ შემდეგ რაუნდში ვერ გავედით, მაგრამ ჩვენ ექსტრაორდინალურმა მეტოქემ გვაჯობა. „სიტის“ ჩვეულებისამებრა 3 ან 4 გოლი გააქვს, მაგრამ ჩვენს კართან მომენტი არ შევაქმნევინეთ. რეალიზაცია დაგვაკლდა, რაც ასე გვჭირდებოდა. მეტოქეს ნახევარფინალში გასვლა უნდა მივულოცოთ.

ჩვენი თამაშით ვამაყობ. ჩვენ გულშემატკივრები საუცხოო იყვნენ. ისინი გუნდს წინ „ერეკებოდნენ“. ეჭვი არ მეპარება, რომ ფანები ჩვენი თამაშით იამაყებენ. ერთადერთი რაც ხაზგასასმელია, რომ ვერ მოვიგეთ. ამას მნიშვნელობა მართლაც აქვს. გამოხატავდა თუ არა გვარდიოლა მატჩის მსვლელობის დროს ჩვენდამი უპატივისცემულობას? მე არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ვინმე ჩვენზე ცუდად ან კარგად საუბრობდა. ძალიან ჭკვიან ადამიანებს, რომელთაც სიტყვების დიდი მარაგი აქვთ, შეუძლიათ ზიზღით გაქონ. თუმცა, ჩვენ ვისაც სიტყვების მარაგი უფრო ცოტა გვაქვს, სულელები არ ვართ.
დროის გაყვანა „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან? ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყოველთვისაა მსაჯი, რომელიც თვალს წესების დაცვას ადევნებს. მე ტაში გულშემატკივრებს დავუკარი, რომელთაც ჩვენი ძალისხმევა სათანადოთ დააფასეს. ასეთ ხალხს ტაში როგორ არ უნდა დავუკრა? მიულოცეთ მეტოქეს, რომელმაც საუცხოოდ ითამაშა და აჩვენა ფეხბურთი, რომელსაც მიჩვეული ვართ“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს Marca.