მარგველაშვილის სადებიუტო გოლი მაკედონიაში „მაკრატელათი“

0
61

გაგი მარგველაშვილმა მაკედონიის ჩემპიონატში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 27-ე ტურში „შკუპი“, სადაც ქართველი მცველი გამოდის სახლში „ბორაცს“ შეხვდა და 3;1 გაიმარჯვა.
მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა, ეტევასი ჩართულმა სტუმრების კარი ეფექტური „მაკრატელათი“ აიღო.
ის „შკუპის“ სეზონის წინ შეუერთდა და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის მცველმა მაკედონიის პირველობაზე 8-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. „შკუპი“ 65 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილის სათავეშია.