გიორგი გველესიანმა ირანის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ასპარეზობის პერიოდში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. 24-ე ტურში „სეპაჰანი“, სადაც ქართველი ცენტრალური მცველი გამოდის, სტუმრად „სანატ ნაფტს“ შეხვდა და 4:2 დაამარცხა.
გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე კუთხური ჩაწოდების შემდეგი თავით ლამაზიგოლი გაიტანა – 0:2. მან 44-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და სტუმრები სამი ბურთით დააწინაურა – 0:3. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გველესიანმა, რომელიც „სეპაჰანში“ მესამე სეზონია გამოდის, მიმდინარე სეზონში ირანის ჩემპიონატში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.





