„გაგრამ“ სერბი მწვრთნელი გაუშვა

0
2

ჟელკო ლიუბენოვიჩი „გაგრას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ლიუბენოვიჩი „გაგრას“ სათავეში შარშან ოქტომბერში გიორგი ონიანის მაგივრად ჩაუდგა. მანამდე, 45 წლის სპეციალისტი სერბეთის „ჟელეზნიჩარში“ და „რადნიჩკიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო შემდეგ უკრაინის „მინაის“ და პოლტავას „ვორსკლას“ თავკაცობდა.
ამჟამად, „გაგრას“ გიორგი მაისურაძე ავარჯიშებს, რომელიც ლიუბენოვიჩის ასისტენტი იყო. გაგრელები 29 ქულით 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი