სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდა. პერუს ნაკრებმა დასვნით ტურში პარაგვაის 2:0 აჯობა და 10-გუნდს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ეს იმის მაუწყებელია, რომ პერუელები ყატარში გასამგზავრებელ პლეი-ოფში არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
არაბები და ავსტრალიელები ერთმანეთს 7 ივნისს დოჰაში შეხვდებიან, ხოლო მათ შორის საუკეთესო იმავე ქალაქში პერუს 13 ან 14 ივნისს ეთამაშება.
მანამდე, სამხრეთ ამერიკიდან მუნდიალზე ასპარეზობის უფლება ბრაზილიამ, არგენტინამ, ეკვადორმა და ურუგვაიმ მიიღეს.
ბოლო ტურის დანარჩენ შეხვედრებს რაც შეეხება, ბრაზილიამ სტუმრად ბოლოვია 4:0 დაამარცხა, არგენტინა გასვლაზე ეკვადორს დაუზავდა – 1:1, ჩილემ შინ ურუგვაისთან 0:2 წააგო, ხოლო ვენესუელამ კოლუმბიასთან 0:1.





