ანზორ მექვაბიშვილი: ” შანსის მოცემისთვის მადლობა ვილი სანიოლს“

0
60

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა, რადგან ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი მისცა.
ანზორ მექვაბიშვილი: “მადლობა ვილი სანიოლს, რადგან მომცა შანსი და გამომიძახა ეროვნულ ნაკრებში.  მძიმე თამაშები გამოდგა, მაგრამ მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და მტკიცე გუნდი ვიყავით. ორივე შეხვედრაში მომეცა შანსი წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები.
ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრო დღევანდელ შეხვედრას და ეს ძალიან ალამაზებს ფეხბურთს. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ ივნისის თამაშებზე გვიქომაგონ და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით ვითამაშოთ ერთა ლიგაზე”.