17-წლამდელების მძიმე მარცხი შოტლანდიასთან

0
27

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელტა ნაკრებს, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ელიტ რაუნდის ბოლო ტურის წინ ევრო 2022-ზე გასვლის შანსი ჰქონდა. თუმცა, ამისთვის მე-3 ჯგუფის მასპინძელი შოტლანდია უნდა დაემარცხებინა ან მინიმუმ ფრე ეთამაშა. ამის საპირისპიროდ ქართველმა ჭაბუკებმა დიდი ანგარიშით წააგეს – 1:6.
შოტლანდიელებმა პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანეს და შესვენების შემდეგ ქართველების კარში ამდენივე ბურთი გავიდა – ერთი ბურთ თავის კარში ხარჩილავამ გაიტანა. შოტლანდიელებიდან ჰეთ-თრიქი დოუკმა მიითვალა.
ქართველმა 17-წლმდელებმა 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს – შოტლანდიის გარდა, გერმანიასთან წააგეს და ჩეხეთი დაამარცხეს. პირველ პოზიციაზე 9 ქულით გერმანია გავიდა, შოტლანდიამ 4 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა, ხოლო ჩეხეთმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
შეგახსენებთ, რომ ელიტ რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე, რომელიც ისრაელში გაიმართება, 8 ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები და საუკეთესო 7 მეორეადგილოსნები მოხვდებიან. ისრაელი როგორც მასპინძელი ევრო 2022-ზე ავტომატურად მოხვდება.

საქართველო – შოტლანდია 1:6 (0:3)
29 მარტი. ფალკირკი. „ფალკირკ სთედიუმი“.

საქართველო:
კოპალიანი, გობეშია, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ალიბეგაშვილი (ნინიძე, 79), ლორდქიფანიძე, სიგუა (კ), ხაჩიძე (ბასილაძე, 64), პარკაძე (ფარცვანია, 64), რობაქიძე, ცეცხლაძე.
მთავარი მწვრთნელი:
გიორგი ჩიტაური.
გოლები: 0:1 კუპერი (9), 0:2 დოუკი (43), 0:4 დოუკი (44), 1:3 ხაჩიძე (47), 1:4 უილსონი (56), 1:5 ხარჩილავა (61, საკ.კარში), 1:6 დოუკი (84).
გაფრთხილება:
ლობენი (28), დოუკი (39), მილერი (67), ალიბეგაშვილი (68), ცეცხლაძე (71), ბასილაძე (75),
მთავარი მსაჯი:
ივარ კრისტიანსონი.