მარსელო ბიელსას ბოლივიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნას სთავაზობენ, იუწყება Goal.com. ბოლივიის ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 66 წლის არგენტინელ სპეციალისტთან კონტაქტი აქვს და მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოს მომავალში ჩაივლის. სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბოლივიის ნაკრებში ჯგუფში ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.
ბიელსამ მიმდინარე სეზონი „ლიდსში“ დაიწყო, რომელიც პრემიერ ლიგაში შარშან მისი ხელმძღვანელობით დაწინაურდა, თუმცა, გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო თებერვლის მიწურულს გუნდიდან დაითხოვეს.
ბიელსას სანაკრებო დონეზე არგენტინა და ჩილე გაუწვრთნია.





