17-წლამდელებმა ელიტ რაუნდში პირველი მატჩი “მაკრატელებით”მოიგეს

0
21

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, შოტლანდიაში მიმდინარე ელიტ რაუნდში პირველი მატჩი მოიგო. ქართველებმა მე-3 ჯგუფის პირველი შეხვედრა გემრანიასთან 0:3 წააგეს, მაგრამ მეორე თამაშში ჩეხეთს მინიმალური სხვაობით აჯობეს – 2:1.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 35-ე წუთზე ალექსანდრე ნარიმანიძის ულამაზესი “მაკრატელას” შემდეგ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. მეორე ტაიმისს განახლებიდან ჩეხებს ფეხბურთელი გაუძევეს. თუმცა, 63-ე წუთზე მათ საპასუხო ბურთი მაინც გაიტანეს. 77-ე წუთზე ლუკა პარკაძემ მეტოქის კარი ასევე ეფექტური “მაკრატელათი” აიღო და ეს გოლი მატჩში ბოლო აღმოჩნდა. მანამდე, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ერთ მატჩში 2 “მაკრატელა” საქართველოს არცერთ ნაკრებს გაუტანია.
ქართველი 17-წლამდელები 3 ქულით 2 ტურის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან და 29 მარტს გასამართ ბოლო ტურში მასპინძელ შოტლანდიას შეხვდებიან, რომელიც 1 ქულით ბოლო. ელიტ რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული 8 გუნდი და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან.
ჩეხეთი – საქართველო 1:2 (0:1)
26 მარტი. ფალკირკი. “ფალკირკ სთედიუმი”.
საქართველო: კოპალიანი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე (ცეცხლაძე, 65), გობეშია, ხაჩიძე (ფარცვანია, 89), პარკაძე, ალიბეგაშვილი, ციკოლია (ლორდქიფანიძე, 65), სიგუა (კ), რობაქიძე.
გოლები: 0:1 ნარიმანიძე (35), 1:1 რუსი (63), 1:2 პარკაძე (77).
გაფრთხილება: ტაბატაძე (39), პუდილი (40), პუდილი (55).
მთავარი მსაჯი: იშმაელ ბარბარა.