გაგნიძე პოლონეთში გვილიასთან ერთად ითამაშებს

0
33

ლუკა გაგნიძე კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში განაგრძობს. 19 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი „რაკუვთან“ გააფორმა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია გამოდის. ის პოლონელთა შემადგენლობაში 2021-2022 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა. გაგნიძემ ფიფას მიერ მიღებული წესით ისარგებლა და მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი დროებით ივნისამდე შეაჩერა. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრი იჯარით ეკატერინბურგის „ურალში“ გამოდიოდა და 11 მატჩი ჩაატარა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მინდა კარგად ვითამაშო და გუნდს უფრო მაღალ დონეზე გასვლაში დავეხმარო“ – თქვა გაგნიძემ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
„მოთამაშეების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შემდეგ ახალი მოთამაშის დამატების საშუალება გვაქვს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია კარგი ტექნიკით. იგი ჩვენთვის მოედნის ცენტრში კიდევ ერთი ვარიანტი გახდება. გვჯერა, რომ გუნდში ადაპტაციას სწრაფად გაივლის და სეზონის გადამწყვეტ მატჩებში დაგვეხმარება“ – აღნიშნა „რაკუვის“ სპორტულმა დირექტორმა რობერტ გრაფმა.