17-წლამდელების მარცხიანი სტარტი ელიტ რაუნდში

0
54

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ევრო 2022-ზე მოსახვედრ ელიტ რაუნდის მე-3 ჯგუფში სასტარტო შეხვედრა გერმანიასთან გამართა და დამარცხდა.
მატჩში ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ვიტალი ბეკერის გადაცემის შემდეგ ტომ ბიშოფმა ქართველების კარი აიღო. პირველი ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
76-ე წუთზე გერმანელებიდან მეორე ბურთი ნელსონ ვაიპერმა გაიტანა. შეხვედრის 87-ე წუთზე წერტილი კრატენმახერმა დასვა.
დღეს, მე-3 ჯგუფის პირველ შეხვედრაში მასპინძელი შოტლანდია ჩეხეთს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ელიტ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსნები მოხვდებიან.
გერმანია – საქართველო 3:0 (1:0)
23 მარტი. ფოლკერკი. „ფოლკერ სთედიუმი“.
საქართველო:
კოპალიანი, ნარიმანიძე, ხარჩილავა, ჩიხაძე, ტაბატაძე (ბასილაძე, 78), ლორთდქიფანიძე, ციკოლია, ალიბეგაშვილი (გადილია, 78), პარკაძე (ფარცვანია, 89(, სიგუა (კ)მ(ნინიძე, 84), რობაქიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.
გოლები: 1:0 ბიშოფი (26), 2:0 ვაიპერი (76), 3:0 კრატენმახერი (87)
გაფრთხილება:
ტაბატაძე (58), იბრაჰიმოვიჩი (60)
მთავარი მსაჯი:
სიგურდ კრინგსტადი.