სიჭინავა კარიერას ფინეთში განაგრძობს

0
75

ნიკა სიჭინავა კარიერას ფინეთის ჩემპიონატში განაგრძობს. 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „კუოპიო პალოსეურასთან“ საიჯარო ხელშეკრულება პამიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
27 წლის სიჭინავამ მიმდინარე სეზონი კოვალივკას „კოლოსში“ დაიწყო, მაგრამ უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ კლუბი იძულებით დატოვა. მან მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, სიჭინავა „ინგულეცში“ გამოდიოდა, სადაც 22 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
სიჭინავა საქართველოში ფოთის „კოლხეთში“ და თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა.