ევროპა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები ცნობილია

0
33

უეფას ევროპა ლიგაში 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა. დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, რომელსაც უცვლელ წამყვან პედრო პინტუსთან ერთად, უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტი და “სევილიას” ყოფილი მეკარე ანდრეს პალოპი უძღვებოდნენ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“ლაიფციგი” – “ატალანტა” (ბერგამო)
“აინტრახტი” (ფრანკფურტი) – “ბარსელონა”
“ვესტ ჰემი” (ლონდონი) – “ლიონი”
“ბრაგა” – “გლაზგო რეინჯერსი”
დღესვე გაცხადაა 1/4-ფინალის რომელი წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 1/2-ფინალში:
“ლაიფციგი” – “ატალანტა” (ბერგამო)/”ბრაგა” – “გლაზგო რეინჯერსი”
“ვესტ ჰემი” (ლონდონი) – “ლიონი”/”აინტრახტი” (ფრანკფურტი) – “ბარსელონა”
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩები 7 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 აპრილს.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრები 28 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი – 5 მაისს.
ევროპა ლიგის ფინალი 18 მაისს სევილიაში სანჩეს პისხუანის სახელობის სტადიონზე შედგება.