“მანჩესტერ იუნაიტედი” და “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ

0
73

ჩემპიონთა ლიგის 8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში “მანჩესტერ იუნატედმა” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლა და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მადრიდში 1:1 დასრულდა, ხოლო ინგლისში ჩატარებული მატჩი ესპანელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მადრიდელებიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა მცველმა რენარ ლოდიმ გაიტანა, რომელმაც ანტუან გრიზმანის გადაცემა გამოიყენა. “ატლეტიკო” მე-6 ესპანური გუნდია, რომელმაც ევროთასებზე “მანჩესტერი” “ოლდ ტრაფორდზე” დაამარცხა. მანამდე, იმავე “რეალმა” (2-ჯერ), “დეპორტივომ”, ბილბაოს “ატლეტიკმა”, “სევილიამ” და “ბარსელონამ” მოახერხეს.
“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც 1/4-ფინალში ისე გავიდა, რომ სახლში არ მოუგია.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო 11 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ორჯერ გავიდა. მანჩესტერელები მიმდინარე სეზონში “ოლდ ტრაფორდზე” სამი ტურნირიდან გავარდნენ – ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის ლიგის თასი.
“იუნაიტედის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები წუთების რაოდენობით “რეალის” ექსმეკარის იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა. მატჩის 47-ე წუთისთვის 37 წლის რონალდუმ 15909 წუთი ითამაშა, როდესაც ესპანელი გოლკიპერის ანგარიშზე 15908 წუთი იყო.
ამსტერდამის “აიაქსმა” ლისაბონის “ბენფიკას” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ფავორიტად მიიჩნეოდა ტურნირიდან გავარდა. პორტუგალიაში ჩატარებული პირვალი დაპირისპირება 2:2 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი ლისაბონელებმა დარვინ ნუნიესის მიერ 77-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს. ბოლო 10 სეზონის განმავლობაში “ბენფიკა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მესამედ ითამაშებს.