ხავი ვან გაალის გზაზე – “ბარსელონას” გოლიანი სერია შეწყდა

0
30

ევროპა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონამ” თურქეთის “გალათასარაი” მიიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა. მანამდე, კატალონიელებმა ზედიზედ 17 მატჩში მეტოქეთა კარში საერთო ჯამში 36 გოლი გაიტანეს. “გალათასარაისთან” დაპირისპირებამდე ხავის გაწვრთნილებმა ბოლოს უგოლო შეხვედრა შარშან დეკემბერში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბაიერნთან” ჩაატარეს, როდესაც 0:3 დამარცხდნენ.
ხავი ნიდერლანდელი ლუის ვან გაალის შემდეგ “ბარსელონას” ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც ევროთასებზე თავისი საწყისი 2 თამაში ვერ მოიგო. 1996-1997 წლების სეზონში ვან გაალის ხელმძღვანელობით “ბარსამ” პსვ-სთან 2:2 ითამაშა, ხოლო კიევის “დინამოსთან” 0:4 დამარცხდა.
“ბარსელონას” ზედიზედ 9 მატჩია არ წაუგია – 6 გამარჯვება და 3 ფრე. ბოლო ესპანური გრანდი 20 იანვარს ბილბაოს “ატლეტიკთან” (2:3) დამარცხდა.