„შალკეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
24

გელზენკირხენის „შალკეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად წარადგინეს მიხაილ ბიუსკენსი, რომელმაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან დიმიტრიოს გრამოზისი შეცვალა. 53 წლის გერმანელი სპეციალისტის ბოლო გუნდი ვენის „რაპიდი“ იყო, რომელსაც 2016 წლის ივნისიდან იმავე წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. ის ფეხბურთელობისას „შალკეში“ 1992-2000 და 2000-2003 წლებში გამოდიოდა.
„შალკე“ მეორე ბუნდესლიგის 18 გუნდში მე-6 ადგილზეა.