ბეგლარიშვილის ორი გოლი ორ მატჩში

0
57

ზაქარია ბეგლარიშვილმა გოლი ესტონეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. ახალი სეზონის მეორე ტურში ტალინის „ლევადიამ“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „პიარნუს“ შეხვდა და 8:0 გაანადგურა. ბეგლარიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ის 63-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ესტონეთის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი 5:0 იგებდა. „ფლორა“ 6 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობს.