არველაძის მეხუთ მარცხი ინგლისში

0
67

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონშიფში მეხუთე მატჩი წააგო. 36-ე ტურში „ჰალმა“ „ვესტ ბრომვიჩი“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
სტუმრები მე-17 წუთზე თავდამსხმელმა გრანტმა დააწინაურა და პირველ ტაიმში მეტი ბურთი არ გასულა. მეორე ტაიმის განახლებიდან სამ წუთში იმავე გრანტმა დუბლი პენალტიდან მიითვალა და დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა. „ჰალს“ 37 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილამდე დაქვეითდა.