ობამეიანგი 21-ე საუკუნეში ჰეთ-თრიქებით პირველია

0
61

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ვალენსიას’ შეხვდა და 4:1 გაიმარჯვა. კატალონიელთა შემადგენლობაში სამი გოლი თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელსაც მანამდე ახალი გუნდის მაისურით თავი არ გამოუჩენია.
32 წლის გაბონელი 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი საფრანგეთის ლიგა 1-ში, გერმანიის ბუნდესლიგაში, ინგლისის პრენიერ ლიგაში და ესპანეთის ლა ლიგაში შეასრულა,
ობამეიანგი საფრანგეთში „დიჟონში“, „ლილში“, „მონაკოში“ და „სენტ-ეტიენში“ თამაშობდა, გერმანიაში – დორტმუნდის „ბორუსიაში“, ხოლო ინგლისში – „არსენალში“.