ბათუმის “დინამომ” ახალი ფეხბურთელები ოფიციალურად წარადგინა

0
74

ბათუმის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა “აჭარაბეთ არენაზე” ახალი ფეხბურთელები წარადგინა, რომლებსაც მომავალი სეზონისთვის მუდმივნომრიანი მაისურები გადაეცათ. პრეზენტაცია საკმაოდ ბევრი გულშემატკივრების თვალწინ და საქართველოს პირველობის ოქროს მედლების მფლობელისთვის განკუთვნილ “საჩემპიონო ფარის” ფონზე ჩაიარა. გაგაცნობთ იმ მოთამაშეებს, რომლების გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ახალი სეზონისთვის შეარჩია.
მეკარე: გიორგი ბეგაშვილი.
მცველები: ლუკა ქაფიანიძე, გიორგი რეხბვიაშვილიაბრაჰამ ფრიმპონგი (განა).
ნახევარმცველები: მილან რადინი (სერბეთი), ირაკლი ბიძინაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, ჯანო ანანიძე.
თავდამსხმელები: გუჯა ლობჯანიძე, სტეფან დენკოვიჩი (ჩერნოგორია).
წარდგენის შემდეგ ფეხბურთელებმა თავისი ავტოგრაფები დატოვეს ბურთებზე, რომლებიც გულშემატკივრებს აჩუქეს.