საქართველო vs ჩრდილოეთ მაკედონია | ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

0
57

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები G ჯუფში უკრაინაჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 24 თებერვალსთბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), 19:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 33% დაესწრება.
➤ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი შეძენა გულშემატკივარს   tkt.ge ზე შეუძლია.
➤ ბილეთის ფასი – 20 ლარი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge