უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში მილანის „ინტერმა“ „ლივერპული“ მიიღო და სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდისთვის 12 წლის შემდეგ პლეი-ოფში დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 75-ე წუთზე შეცვლაზე შესული ნედერსონის ჩაწოდების შემდეგ ფირმინომ, რომელიც თამაშში ასევე მეორე ტაიმში ჩაერთო თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ბრაზილიელმა ფორვარდმა მერსისაიდელთა მაისურით ბოლო 8 თამაშში თავი პირველად გამოიჩინა.
83-ე წუთზე სტუმართა შეტევის დროსი მასპინძელთა მცველლებმა ბურთი ვერ „ამოიტანეს“, რითაც მოჰამედ სალაჰმა ისარგებლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირებში მესამეა. სიას მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს. ეგვიპტელმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 50 შეხვედრაში მეტოქეები 33-ჯერ დაამწუხრა. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს და ლევანდოვსკის ჩამორჩება.
გერმანელი იურგენ კლოპის გაწვრთნილ „ლივერპულს“ 2022 წელს ყველა ტურნირში 10 მატჩია არ წაუგია – 8 გამარჯვება და 2 ფრე.
კლოპი მე-8 მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 50 შეხვედრა მოიგო, ხოლო გერმანელ სპეციალისტებს შორის ამ მაჩვენებლით პირველია.
მას მერე რაც კლოპი „ლივერპულს“ ხელმძღვანელობს სალაჰმა, მანემ და ფირმინოს ანგარიშზე გუნდის მიერ გატანილი გოლების 63 პროცენტია.
ჰარვი ელიოტი 18 წლის და 318 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში “ლივერპულის” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მანამდე, რეკორდი ტრენტ-ალექსანდერ არნოლდს ეკუთვნოდა – 18 წელი და 354 დღე.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ლივერპულაში 8 მარტს ჩატარდება.





