მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 24 თებერვალს თბილისში ითამაშებენ, 27-ში კი სკოპიეში. ამ შეხვედრებისთვის მაკედონიელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან ბაიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
ბოიან კრსტევსკი, კრისტიან ნიკოლოვი, დამიან რობევი, ადემ მეკიჩი დამიან სტოიანოვსკი, ვოიდან სტოიანოვსკი (ყველა – სკოპიე აეროდრომი), ანდრეი ანდონოსკი, ვიკტორ ისაილოსკი, დარიო მიტევსკი, მაკსიმ მიტევსკი (ყველა – სკოპიე უნი ბანკა), ბობან სტაიჩი, სტოიან გუროსკი (ორივე – პელისტერი), ვიკტორ ეფრემოვსკი (გოსტივარი), ანდრეი მასლინკო (ტფტ), ანდრეი მიტრევსკი, ამარ ჰოტი (ორივე – ფენიკს 2010), პაველ დანაილოვსკი, ვალმირ კაკრუკი (ორივე – რაბოტნიჩკი), ანდრეი მაგდევსკი (პლოეშტი, რუმინეთი), ნენად დიმიტრიევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), ტეოდორ სიმიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), ჯეიკობ ვილი (ბეტისი, ესპანეთი), ლუკა სავიჩევიჩი (აღმოსავლეთ მიჩიგანი, NCAA), ანდრეი იაკომოვსკი (ვაშინგტონ სტეიტი, NCAA). პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებში საქართველომ უკრაინას 88:83 სძლია, ესპანეთში კი 61:89 დამარცხდა. მაკედონიელებმა ორივე შეხვედრა წააგეს: ესპანეთთან 65:94, უკრაინასთან 61:78.





