იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ მის გუნდს საუკეთესო დღე არ ჰქონია, მაგრამ ის საკმაოდ კარგი გამოვიდა, რადგან დამსახურებულად გაიმარჯვეს. „ლივერპულის“ გერმანელმა თავკაცმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მილანის „ინტერთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ შედეგის მიღწევის მეთოდი უნდა გვეპოვნა. ვფიქრობ, მატჩი კარგად დავიწყეთ. თავს არცთუ კრგად ვიცავდით, რადგან ჩვენი განაპირა მცველები მეტოქესთან ერთი-ერთზე რჩებოდნენ. ასე არ უნდა მოხდეს. ასეთი თამაშის დრის ბურთი უფრო მეტი ხანი უნდა შეინარჩუნო, რასაც ხშირად ვერ ვახერხებდით.
არ შეძლება, რომ სტუმარ ასეთ მეტოქესთან ჩახვიდე და საუცხოოდ დღის გეიმედებოდეს. საუცხოო დღე არ გვქონი, მაგრამ ის საკმაოდ კარგი გამოვიდა, რათა დამსახურებულად მოგვეგო, რადგან 2 მშვენიერი გოლი გავიტანეთ. მეტოქეს მომენტები ჰქონდა, მაგრამ ეს ძირითადად კონტრშეტევები იყო, როდესაც ჩვენ ბურთს ვკარგავდით.
ყველაფერით კმაყოფილი ვარ გარდა იმისა, რომ დიოგო ჟოტამ კოჭის სახსრის მყესების ტრავმა მიიღო. თუმცა, მან თამაში განაგრძო რაც კარგის მაჩვენებელია, მაგრამ კოჭი გაუსივდა“ – იუწყება კლოპის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.





