გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე წელს აპოელის მაისურით თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის, ლარნაკას აეკი მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ქვილითაიამ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე პენალტიდან გაიტანა. მან წელს ჩემპიონატში თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თასზე – 2-ჯერ. მან აპოლონის მაისურით ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 10 გოლი მიითვალა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო შუახაზელი ოქრიაშვილი – 76-ეზე. აპოელმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო და 36 ქულით მეორე ადგილზეა – ლიდერ აპოლონს, სადაც რევაზ ინჯგია გამოდის, 8 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში აპოლონი შინ „ანორთოსისს“ შეხვდება, სადაც შარშან ქვილითაია, ოქრიაშვილი და დაუშვილი თამაშობდნენ.





