თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, თან ერთნაირი ანგარიშით 3:1. ამჯერად, ფამაგუსტელებმა 21-ე ტურში ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩს აგებდნენ, საბოლოოდ სამი ქულა აიღეს.
სტუმრებიდან მე-19 წუთზე ანგარიში ფეხლივანისმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 48-ე წუთზე საპასუხო ბურთი კორეამ გაიტანა. 51-ე წუთზე „ანორთოსისი“ ამბარცუმიანმა დააწინაურა, წერტილი კი 85-ე წუთზე პენალტიდან ხრისტოდოლოპულოსმა დასვა. „ანორთოსისში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. ფამაგუსტელები 34 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა არიან.





