საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს მესამე ტესტ-მატჩი გამართა და თბილისის “სპაერთან” 0:1 დამარცხდა.
თელაველთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ განვლილ მატჩი ასე შეაფასა:
“მესამე ამხანაგური მატჩი გვქონდა და მარცხის მიუხედავად, მთლიანობაში ძალიან კარგი და სასარგებლო სპარინგი გამოვიდა – სამწუხაროდ, იყო ძალიან ბევრი შეცდომები და ნათლად დავინახე ხარვეზები.
სამუშაო, ჯერ კიდევ საკმაოდ გვაქვს და ჩვენი საზრუნავიც ახლა ისაა, რომ ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ჩემპიონატსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
ერთი სიტყვით, მოსამზადებელი პერიოდი გრძელდება, მთლიანობაში გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ ველოდებით და ბირთვიც უკვე საბოლოოდ გამოიკვეთება”





