საქართველოს 17 წლამდე ფეხბუთელთა ნაკრები, მინსკში გამართული “განვითარების თასის” შემდეგ, ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში გაემგზავრა, სადაც მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 28-ე წუთზე ფორვარდმა გიორგი პარკინაშვილმა გაიტანა – მან გიორგი რობაქიძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს ადგილი მეტოქის კარში მიუჩინა.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ჩერნოგორიის 17-წლამდელა ნაკრებთან მომდევნო მატჩს 17 თებერვალს გამართავს.
- შემადგენლობა და მატჩის ოქმი – მონტენეგრო 0:1 საქართველო
- ? მატჩის ჩანაწერი





