გოგა ბითაძე – ისევ სასტარტო და “პეისერზის” მორიგი მარცხი

0
59

„ინდიანა პეისერზის“ უიღბლო სერია 6 მატჩამდე გაგრძელდა. ამჯერად გოგა ბითაძის გუნდი „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და 120:129 წააგო.
საქართველოს ნაკრების მეფარემ შეხვედრა ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო. გოგამ პარკეტზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, სამ-სამი მოხსნა და შედეგიანი გადაცემა  აგრეთვე ორი დაფარება შეასრულა.
„ინდიანას“ 19 მოგება და 39 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცამეტე ადგილს იკავებს. „პეისერზი“ 16 თებერვალს ნბა-ს მოქმედ ჩემიონს, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქზს“ შეხვდება.