ინჯგიას სადებიუტო და გადამწყვეტი გოლი

0
57

რევაზ ინჯგიამ “აპოლონის” მაისურით კვიპროსის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-15 ტურის გადადებულ შეხვედრაში “აპოლონმა” აელ-ი მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მასპინძლები 38-ე წუთზე შჩეპოვიჩმა დააწინაურა, ხოლო პიტასმა ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრა. ინჯგია თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო და 90-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო, რის წყალობით მასპინძლებმა 3 ქულა მოიპოვეს. 22 წლის ქართველმა გარემარბმა, რომელიც კვიპროსში სადებიუტო სეზონს ატარებს 10 შეხვედრაში (2-ჯერ სასტარტოში) თავი პირველად გამოიჩინა. “აპოლონს” 44 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.