თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” ზედიზედ ფრედ დასრულებული 4 თამაშის შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა. კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ფამაგუსტელებმა “არისს” უმასპინძლეს და 3:1 გაიმარჯვეს. “ანორთოსისში” საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები მე-13 წუთზე მონე-პაკემ დააწინაურა, ხოლო 23-ე წუთზე ხრისტოფიმ ანგარიში გაათანაბრა. 48-ე წუთზე ამრ ვარდამ “ანორთოსისი” წინ გაიყვანა, 73-ე კი სტუმართა კარი ხირსოსტომუმ აიღო.
“ანორთოსისს” ჩემპიონატში ზედიზედ 8 თამაში არ წაუგია და 31 ქულით 12 გუნდს შორის მე-5 ადგილზეა.





