ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამჯერად, გია გეგუჩაძის შეგირდები უკრაინის პრემიერ ლიგის ბინადარ „ლვოვს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ბათუმელებმა ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშეს:
ბეგაშვილი, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ტეიდი, ზარია, ჯიღაური, ფანცულაია.
„დინამო“ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო თამაშს 14 თებერვალს ესტონეთის ჩემპიონ „ლევადიასთან“ გამართავს, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის.





