ლობჟანიძე თურქეთის თასს გამოეთიშა

0
54

„ჰათაისფორი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/8-ფინალში ჰათაელები „ანთალიასფორს“ შეხვდნენ და 0:2 დამარცხდნენ.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო კურუჩუკი გააძევეს. სტუმრები 83-ე წუთზე ნდაომ დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში მეორე გოლი რაითმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლობჟანიძე სასტარტოში არ იყო, რაც მიმდინარე სეზონში იშვიათად ხდება და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.
სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში „ჰათაისფორმა“ ყველაზე დიდი ანგარიში სწორედ „ანთალიასფორთან“ წააგო, როდესაც თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში სტუმრად 6 უპასუხო გოლი გაუშვა.