„დინამომ“ შეკრებაზე პირველი სპარინგი მოიგო

0
45

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი მოიგო. კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი მოსკოვის „დინამოს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-20 წუთზე გვინეელმა გარემარბმა უსმანე კამარამ გაიტანა, რომელიც თბილისელებმა ზამთარში გორის „დილადან“ დაიმატეს. ამ ეპიზოდში „დინამოს“ კიდევ ერთი ახალწვეული თორნიკე კირკიტაძე მოსკოველ მცველს საჯარიმოში გასცდა და ზუსტი პასი გაუკეთა კამარას, რომელსაც მეტოქის კარის აღება არ გაჭირვებია.
თბილისელებმა შეკრებაზე მე-5 შეხვედრა ჩაატარეს და პირველად გაიმარჯვეს. მანამდე, ორი თამაში ფრედ დაასრულეს – „ლვოვთან“ (1:1) და „ნაპრედაკთან“, ხოლო ორჯერ დამარცხდნენ – „ლუდოგორეცთან“ (0:1) და კიევის „დინამოსთან“ (0:1).
დინამოელები 11 თებერვალს დანიის „რანდერსთან“ ისპარინგებენ, ხოლო 15 თებერვალს უზბეკეთის ტაშკენტის „ფახთაქორს“ შეხვდებიან.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (მოსკოვი)
“​დინამო”: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კირკიტაძე, კამარა, გაბედავა, ბილენკი.
​შეცვლაზე შევიდნენ: ბენიო, მალი, პაპავა, ფაჩულია, ანტილევსკი, ოსეი.
​მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
“დინამო” (მოსკოვი): შუნინი, პარშივლიუკი, ბალბუენა, პლიევი, ლაქსალტი, კუტიცკი, გალკინი, ფომინი, მაკაროვი, მაზურინი, გლადიშევი.
​მთავარი მწვრთნელი: სანდრო შვარცი.
​გოლი: 1:0 კამარა (20)